ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული სხვადასხვა დამპყრობელი განუწყვეტლივ იპყრობდა თანამედროვე საქართველოსტერიტორიას. ანტიკური პერიოდი მომსწრეა ადრეული ქართული სახელმწიფოების, კოლხასა და იბერიის, აღმავლობისა.პირველი ქართული ტომები წერილობით ისტორიულ წყაროებში გაჩნდნენ ქრისტეს შობამდე მე-12 საუკუნეში. [25]არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა და უძველესმა წყაროებმა სააშკარაოზე გამოიტანა ადრეული პოლიტიკური დასახელმწიფო სტრუქტურების ელემენტები, რომელთაც ახასიათებს ქრისტეს შობამდე მე-7 საუკუნით და უფროადრეული ხანით დათარიღებული განვითრებული მეტალურგია და საოქრომჭედლო ტექინიკა. [26] ქრისტეს შობამდემე-4 საუკუნეში ჩამოყალიბდა საქართველოს გაერთიანებული სამეფო, რომელიც წარმოადგენს ერთი მეფისა დაარისტოკრატთა იერარქიის ქვეშ გაერთიანებულ განვითარებული სახელმწიფო ორგანიზაციის ადრეულ მაგალითს.
ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ჩვენი წელთაღრიცხვით 337 წელს, რამაც დიდად შეუწყო ხელილიტერატურისა და ხელოვნების განვითარებას და ქვეყნის გაერთიანებას. საქართველომ, როგორც ქრისტიანული დაისლამური ტრადიციების გზაჯვარედინმა, საკუთარ თავზე გამოსცადა ამ ორ სამყაროს შორის ტრადიციებისგაცვლა-გამოცვლის პროცესის შედეგები, რამაც აღორძინების სახით კულმინაციას მიაღწია მე-12-13 საუკუნეებში.
ანტიკური ხანის ადრეული ქართული სამეფოები, რომელთაც ძველი ბერძნები და რომაელები იცნობდნენ იბერიის(ქვეყნის აღმოსავლეთში) და კოლხეთის (დასავლეთში) სახელით, რეგიონში პირველ სახელწმფიფოთაგანნი იყვნენ,რომელთაც მიიღეს ქრისიტიანობა (ჩვენი წელთაღრიცხვით 337 წელს ან, უახლესი კვლევების მიხედვით, 319 წელს).
ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, კოლხეთი ის ადგილი იყო, სადაც ოქორს საწმისი ინახებოდა, რომელსაციასონი და არგონავტები ეძებდნენ. ეს აპოლონიუს როდოსელმა აღწერა თავის ეპიკურ მოთხრობაში ”არგონავტიკა”.ოქროს საწმისთან დაკავშირებულ მითს შესაძლოა საფუძვლად დასდებოდეს ის ფაქტი, რომ ადგილობრივები ცხვრისტყავს მდინარებში ოქროს ქვიშის შესაგროვებლად იყენებდნენ. ინარე ქრისტიანული ეპოქის ბოლო საუკუნეებშიქართლის ა ნუ იბეერიის სამეფოს დასავლეთი საბერძნეთის, ხოლო აღმოსავლეთი- სპარსეთის გავლენის ქვეშ იყო.
მას შემდეგ, რაც ჩვ.წ.აღ-მდე 66 წელს რომის იმპერიამ დაასრულა კავკასიის რეგიონის დაპყრობა, იბერიის სამეფოდაახლოებით 400 წლის განმავლობაში რომის ქვეშევრდომი და მოკავშირე იყო. ჩვ.წ.აღ-ით 330 წელს მეფე მირიანი III-მმიიღო ქრისრტიანობა, რითაც სამეფო საბოლოოდ დაუკავშირდა მეზობელი ბიზანტიის იმპერიას, რომელიც საუკუნეებისგანმავლობაში მასზე ძლიერ კულტურულ გავლენას ახდენდა.კოლხეთი, რომელსაც ადგილობრივები ეგრესს ანუ ლაზეთს უწოდებდნენ, ხშირად იყო მოქიშპე სპარსეთისა დაბიზანტიის იმპერიის ბრძოლის ველი და ბუფერული ზონა. ამ სამეფოზე ხან ვრცელდებოდა მათი გავლენა, ხანხაც-არა.შუა საუკუნეების დასაწყისისთვის ადრეული სამეფოები უკვე სხვადასხვა საფეოდალოებად იყო დაშლილი. ამანარაბებს გაუადვილა მე-7 საუკუნეში საქართველის დაპყრობა. მე-11 საუკუნეში აჯანყებულმა რეგიონებმა ტვიდააღწიეს არაბთა ბატონობას და ერთიან ქართულ სამეფოდ გაერთიანდნენ. მე-12 საუკუნის დასაწყისიდანსაქართველომ თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია სამხრეთ კავკასიის მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე ჩრდილო-აღმოსავლეთნაწილი და ახლანდელი თურქეთის თითქმის მთელი ჩრდილოეთ საზღვარი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წელთაღრიცხვით 645 წელს არაბებემა ხელში ჩაიგდეს დედაქალაქი თბილისი, ქართლიანუ იბერია ადგილობრივი არაბი მმართველების ქვეშევრდომობით ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას. ჩვენიწელთაღრიცხვით 813 წელს აშოტ I, რომელიც ცნობილია როგორც აშოტ კურაპალატი, ბაგრატიონთა დინასტიიდანპირველი იყო, რომელიც გახდა სამეფოს მმართველი: აშოტ კურაპალატის მმართველობით დაიწყო დაახლოებით 1000წლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ბაგრატიონები, ასეა ცნობილი ეს დინასტია, მართავდნენ ახლანდელრესპუბლიკას.
დასავლეთ და აღნმოსავლეთ საქართველო გააერთიანა ბაგრატ IV-მ (1027-72წწ). შემდეგ საუკუნეში დავით IV-მ(აღმაშენებლად წოდებულმა მეფობდა 1089-1125წწ-ში) ქვეყნიდან განდევნა თურქ-სელჩუკები და გაავრცელასაქართველოს კულტურული და პოლიტიკური გავლენა სამხრეთით სომხეთამდე, ხოლო აღმოსავლეთით კასპიისზღვამდე. აქედან იწყება ოქროს ხანა საქართველოში.
საქართველოს სამეფომ ზენიტს მიაღწია მე-12 საუკუნეში და მე-13 საუკუნის დასაწყისში, დავით აღმაშენებლისა დათამარ მეფის მმართველობის დროს. ეს პერიოდი ოქროს ხანად ანუ საქართველოს აღორძინების ხანად იწოდება. სადრეული ქართული აღორძინების ხანა, რომელიც წინ უსწრებდა თავის ევროპულ ანალოგს, ხასიათდებარომანტიკულ-საგმირო ტრადიციით, ფილოსოფიის აყვავებითა და საზოგადოებასა და სახელმწიფო სისტემაში მთელირიგი პოლიტიკური ინოვაციებით, მათ შორის რელიგიური და ეთნიკური ტოლერანტობით. საქართველოს ოქროს ხანამმემკვიდრეობით დაგვიტოვა დიდებული ტაძრები, სატრფიალო პოეზია, და ლიტერატურა და ეპოსი ”ვეფხისტყაოსანი”.სელჩუკ დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ედგა დავით აღმაშენებელი, რომელმაც ათობით ათასი ყივჩაღიმეომარი დაიქირავა და 1118 წელს ჩამოასახლა თავის სამეფოში.
მიუხედავად ამისა, საქართველოს სამეფოს აღოძინებამ არც თუ ისე დიდ ხანს გასტანა. 1226 წელს თბილისი დაიპყროჯალალ-ედ-დინმა, ხოლო 1236 წელს სამეფო საბოლოოდ დაიმორჩილეს მონღოლებმა (იხილეთ მონღოლთადაპყრობები). აქედან მოყოლებული ადგილობრივი მმართველები ცენტრალური ქართული მმართველობისგანდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად იბრძოდნენ, რამაც მე-15 საუკუნეში სამეფო სრულ დაქუცმაცებამდე მიიყვანა. 1386-1404 წლებში საქართველო არაერთხელ დაიპყო და გაანადგრუა თემურ ლენგმა. მეზობელი ქვეყნებისარგებლობდნენ არსებული მდგომარეობით და მე-16 საუკუნიდან სპასეთის იმპერიამ და თურქთა იმპერიამდაიმორჩილეს საქართველოს აღმოსავლეთი და დასავლეთი რეგიონები.
იმ რეგიონების მმართველები, რომლებიც ნაწილობრივ ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობას, აწყობდნენ აჯანყებებს.სპარსთა და თურქთა დაპყრობებმა კიდევ უფრო დაასუსტა ადგილობრივი სამეფოები და რეგიონები. ომების შედეგადსაქართველოს მოსახლეობა შემცირდა და იყო პერიოდი, როცა მისი რიცხვი 250 000-ს გაუტოლდა. აღმოსავლეთსაქართველო, რომელშიც შედიოდა ქართლისა და კახეთის სამეფოები, 1555 წლიდან სპარსეთის საფეოდალო იყო.ტუმცა, 1747 წელს ნადირ შაჰის, ”სპარსი ნაპოლეონის”, სიკვდილისთანავე ორივე სამეფო გათავისუფლდა სპარსეთისმმართველობისგან და 1762 წელს ენერგიული მეფის ერეკლე II-ის ძალისხმევით ერთ სამეფოდ გაერთიანდა.
1783 წელს რუსეთმა და ქართლ-კახეთის სამეფომ ხელი მოაწერეს გეორგიევსკის ტრაქტატს, რომლის თანახმადაცქართლ-კახეთმა რუსეთისგან მფარველობა მიიღო. მიუხედავად იმ პირობისა, რომ რუსეთი დაიცავდა ქართლ-კახეთს,მან არანაერი დახმარება არ აღმოუჩინა სამეფოს, როდესაც 1785 წელს და შემდეგ 1795 მას თურქები შემოესივნენ. ესმოვლენები იმით დასრულდა, რომ 1801 წელს რუსეთმა დანარჩენი საქართველოს ანექსიაც მოახდინა და ბაგრატიონთადინასტია ქვეყნიდან განდევნა.
1800 წლის 22 დეკემბერს რუსეთის იმოერატორმა, პავლე I-მა საქართველოს მეფის გიორგი XII-ის სავარაუდომოთხოვნით ხელი მოაწერა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველოს (ქათლ-კახეთის) შესვლის შესახებდეკლარაციას, რომელსაც დასრულებული სახე მიეცა 1801 წლის 8 იანვარს დეკრეტით [31] [32] და რომელიც 1801წლის 12 სექტემბერს დაამტკიცა იმპერატორ ალექსანდრე I-მა. საქართველოს ელჩმა სანქტ-პეტერბურგში ამაზე რეაქციაგამოხატა საპროტესტო ნოტით, რომელიც წარუდგინა რუსეთის ვიცე-კანცლერს, თავად კურაკინს. 1801 წლის მაისშირუსმა გენერალმა კარლ ჰაინრიხ კნორინგმა ტახტიდან ჩამოაგდო მემკვიდრე დავით ბატონიშვილი და შემოიღომმართველობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გენერალი ივან პეტროვიჩ ლაზარევი.
ქართველმა თავად-აზნაურობამ დეკრეტი არ მიიღო მანამ, სანამ 1802 წლის აპრილს გენერალმა კნორინგმა მათთბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ძალდატანებით არ მოუყარა თავი და არ მიაღებინა ფიცი რუსეთისსაიმპერატორო ტახტის ერთგულებაზე. ისინი, ვინც უარი განაცხადეს ფიცის დადებაზე, დროებით დააპატიმრეს.
1805 წლის ზაფხულში რუსეთის ჯარმა ასკერანის მდინარესთან, ზაგამის ახლოს, დაამარცხა სპარსეთის ჯარი, რითაცთბილისი დაპყრობას გადაურჩა.
დასავლეთ საქართველოში სამეგრელოსა და გურიის სათავადოებმა რუსეთის მფარველობა 1800 წლებში მიიღეს.საბოლოოდ, 1810 წელს მცირე ომის შემდეგ რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მოახდინა დასავლეთსაქართველოში იმერეთის სამეფოს ანექსიაც. იმერეთის ბოლოს მეფე და ქართველ ბაგრატიონთა ბოლო წარმომადგენელი,სოლომონ II, 1815 წელს გადასახელბაში გარდაიცვალა. 1803-1878 წლებში თურქეთისა და ირანის წინააღმდეგრუსეთის მიერ წარმოებული არაერთი ომის შედეგად ზოგოერთი ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაში შევიდა. ესტერიტორიები (ბათუმი, ახალციხე, ფოთი და აფხაზეთი) ახლა საქათველოს ტერიტორიის ნაწილს წარმოადგენს. გურიისსათავადო 1828 წელს გაუქმდა, ხოლო სამეგრელოს სათავადო - 1857 წელს. სვანეთის რეგიონის ანექსია კითანდათანობით, 1857-59 წლებში, მოხდა.
1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ, 1918 წლის 26 მაისს, რუსეთის სამოქალაქო ომის დროს, საქართველომდამოუკიდებლობა გამოაცხადა. საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა საქართველოს სოციალ დემოკრატიულმა პარტიამ,რომელსაც პრომენშევიკებად მიიჩნევდნენ, ხოლო მისი ხელმძღვანელი, ნოე ჟორდანია, პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. 1918 წელს ძირითადად სომეხი მოსახლეობით დასახლებულ ქართულ პროვინციებში დაიწყო საქართველო-სომხეთისომი, რომელიც დასრულდა ბრიტანეთის ჩარევით. 1918-19 წლებში ქართველმა გენერალმა, გიორგი მაზნიაშვილმა,უხელმძღვანელა ქართველთა შეტევას თეთრი არმიის წინააღმდეგ, რომელსაც სათავეში ედგნენ მოისეევი და დენიკინი.ქართველები ითხოვდნენ ტუაფსედან სოჭამდე და ადლერამდე არსებული შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაბრუნებასდამოუკიდებელი საქართველოს ფარგლებში. მოუხედავად ამისა, ქვეყნის დამოუკიდებლობა დიდ ხანს არ გარგძლედა. 1918-1920 საქართველო ბრიტანეთის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა.
1921 წლის თებერვალში საქართველოს შეუტია წითელმა არმიამ. ქართველთა არმია დამარცხდა დასოციალდემოკრატიული მთავრობა გაიქცა ქვეყნიდან. 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმია შემოვიდა დედაქალაქთბილისში და დანიშნა მოსკოვის მიერ მართული კომუნისტური მთავრობა, რომელსაც სათავეში სათავეში ჩაუდგაქართველი ბოლშევიკი, ფილიპე მახარაძე. მიუხედავად ამისა, საბჭოთა მმართველობამ საბოლოოდ მოიკიდა ფეხიმხოლოდ მას შემდეგ, რაც 1924 წლის აჯანყება სისხლში იქნა ჩახშობილი. საქართველო შევიდა ტრანსკავკასიურსფსრ-ში, რომელშიც გაერთიანდნენ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. 1936 წელს ტსფსრ და საქართველო გახდასაქართველოს სსრ.
იოსებ ჯუღაშვილი (ეთნიკური ქართველი), რომელიც ცნობილია ფსევდონიმით სტალინი (რომელიც მომდინარეობსრუსული სიტყვიდან сталь - ფოლადი) გამოჩენილი ბოლშევიკი იყო, რომელის 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციისშემდეგ რუსეთის იმპერიის სათავეში მოვიდა. სტალინმა საბჭოთა სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობა დაიკავა. 1941-1945 წლებში, მეორე მსოფლიო ომში, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ წითელ არმიაში დაახლოებით 700 000ქართველი იბრძოდა. (გარკვეული ნაწილი გერმანელთა მხარესაც იბრძოდა) დაახლოებით 350 000 ქართველი დაიღუპააღმოსავლეთ ფრონტზე.
დისიდენტურმა მოძრაობამ საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღსადგენად პოპულარობის მოხვეჭა 1960-იანიწლებიდან დაიწყო. ქართველ დისიდენტთა შორის ორი ყველაზე გამორჩეული აქტივისტი იყო მერაბ კოსატავა და ზვიადგამსახურდია. საბჭოთა მთავრობა დისიდენტებს მკაცრად დევნიდა, ხოლო მათ საქმიანობას ყველა ხერხით უშლიდახელს.
1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დედაქალაქ თბილისში გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია სისხლისღვრითდასრულდა, რომლის დროსაც საბჭოთა ჯარებმა რამდენიმე ადამიანი მოკლეს. 1990 წლის ოქტომბრის ეროვნულიასამბლეის, უმაღლესი საბჭოს, არჩევნებამდე, რომელიც სსრკ-ში პირველი ფორმალური მრავალპარტიული არჩევნებიიყო, ხელმეორედ მოხდა პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება. მაშინ, როცა უფრო რადიკალურმა ჯგუფებმა ბოიკოტიგამოუცხადეს არჩევნებს და მოსკოვის საეჭვო მხარდაჭერით მოიწვიეს ალტერნატიული ფორუმი (ეროვნული კონგრესი),ანტიკომუნისტური ოპოზიციის მეორე ნაწილი გაერთიანდა ”მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს” სახითყოფილი დისიდენტების მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ირგვლივ. ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა არჩევნებშიაშკარა უმრავლესობით, 250 საპარლამენტო ადგილიდან 155 ადგილით, მაშინ როცა მმართველმა კომუნისტურმაპარტიამ მხოლოდ 64 ადგილი მოიპოვა. დანარცენმა პარტიებმა ვერ გადალახეს 5%-იანი ბარიერი და ერგოთ მხოლოდ დამხოლოდ ერთწევრიანი საამომრჩევლო ადგილები.
1991 წლის 9 აპრილს სსრკ-ს დაშლიდან ცოტა ხანში საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. 1991 წლის 26მაისს ზვიად გამსახურდია აირჩიეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტად. გამსახურდიამ გააღვივაქართული ეროვნულობა და სახალხოდ განაცხადა, რომ თბილისის გავლენა გავრცელდებოდა აფხაზეთისა და სამხრეთოსეთის რეგიონებზე, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში კლასიფიცირებული იყო როგორც ავტონომიურირეგიონები. თუმცა, გამსახურდია მალევე ჩამოაგდეს პოსტიდან სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების გზით,რომელიც დაიწყო 1991 წლის 22 დეკემბერს და გაგრძელდა 199 წლის 6 იანვრამდე. სახელმწიფო გადატრიალებაინიცირებული იყო ეროვნული გვარდიის ნაწილისა და გასამხედროებული ორგანიზაცია ”მხედრიონის” მიერ. ქვეყანაგაეხვია სამოქალაქო ომში, რომელიც გაგრძელდა 1995 წლამდე. 1992 წელს ედუარდ შევარდნაძე დაბრუნდასაქართველოში და შეუერთდა გადატრიალების ხელმძღვანელებს -კიტოვანსა და იოსელიანს, და სათავეში ჩაუდგასამეულს, რომელსაც დაერქვა ”სახელმწიფო საბჭო”.
1995 წელს შევარდნაძე ოფიციალურად იქნა არჩეული საქართველოს პრეზიდენტად. ამავდროულად საქართველოს ორრეგიონში- აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ადგილობრივ სეპარატისტებსა და უმრავლესობით წარმოდგენილ ქართველმოსახლეობას შორის გაღვივებული უთანხმოება გადაიზარდა ეთნიკურ ძალადობასა და ომებში. აფხაზეთმა და სამხრეთოსეთმა რუსეთის მხარდაჭერით, გადა ზოგიერთი რაიონისა, საქართველოსგან დე ფაქტო დამოუკიდებლობას მიაღწია.უხეშად რომ ვთქვათ. 1992-1993 წლებში აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩრდილო კავკასიელმა მოსახლეებმა (მათ შორისჩეჩნებმა) აფხაზეთიდან 230 000-დან 250 000-მდე ქართველი განდევნეს. გარდა ამისა, დაახლოებით 23 000-მაქართველმა დატოვა სამხრეთ ოსეთი და ბევვრი ოსური ოჯახი აიძულეს, დაეტოვებინათ საკუთარი სახლები ბორჯომისრეგიონში და გადასულიყვნენ რუსეთში.
2003 წელს შევარდნაძე, (რომელმაც კვლავ მოიგო 2000 წლის არჩევნები) ”ვარდების რევოლუციის” შედეგად პოსტიდანგადააყენეს. ოპოზოცოა და საერთაშორისო დამკვირვებლები ამტკიცებდნენ. რომ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებიგაყალბდა. რევოლუციას სათავეში ედგნენ შევარდნაძის მმართველი პარტიის ყოფილი წევრები და ლიდერები-მიხეილსააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე. 2004 წელს მიხეილ სააკაშვილი არჩეული იქნა საქართველოსპრეზიდენტად.
ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაიწყო მთელი რიგი რეფორმები ქვეყნის სამხედრო და ეკონომიკური შესაძლებლობებისგასაძლიერებლად. ახალი მთავრობის მჩდელობას, აღედგინა საქართველოს გავლენა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთითმდებარე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მოჰყვა კრიზისი 2004 წლის დასაწყისში. აჭარაში მოპოვებულმაწარმატებამ სააკაშვილი წააქეზა, გააქტიუებულიყო გამოყოფილ სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ.ამ მოვლენებმა და ჩეჩნეთის მეორე ომში საქართველოს ჩარევასთან დაკაშირებულმა ბრალდებებმა გამოიწვიარუსეთთან უერთიერთობების გაუარესება, რაც აგრეთვე გააღვივა იმ დახმარებამ და მხარდაჭერამ, რასაც რუსეთი ღაიდუწევდა ამ ორ სეპარატისტულ რეგიონს. მიუხედავად ამ რთული ურთიერთობისა, 2005 წლის მაისში საქართველოსა დარუსეთს შორის დაიდო ორმხრივი შეთანხმება, რომლითაც რუსეთმა ბათუმსა და ახალქალაქში მდებარე სამხედხრობაზები (ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში შექმნილი) ქვეყნიდან გაიყვანა. რუსეთმა შეასრულა პირობები და გეგმისმიხედვით აღნიშნული ტერიტორიებიდან ჯარი და აღჭურვილობა 2007 წლის დეკემბრისთვის მთლიანად გაიყვანა.
2008 წლის ივლისში მტრული ურთიერთობა საქართველოსა და მის გამოყოფილ ტერიტორიას, სამხრეთ ოსეთს შორისკიდევ უფრო გაუარესდა, როცა ოსმა სეპარატისტებმა ქართული სოფლები დაბომბეს. რუსეთმა და საქართველომსამხრეთ ოსეთთან საკუთარი საზღვების გასწვრივ თავი მოუყარეს დიდი რაოდენობით სამხედრო ძალებს. 7 აგვისოსსაქართველომ დაბომბა სამხრეთ ოსეთის დედაქალაქო ცხინვალი, რის შემდეგაც ქართული შეიარაღებული ძალებისამხრეთ ოსეთში შევიდნენ არტილერიისა და ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული იარაღის საშუალებით გახსნილიმრავალჯერადი ცეცხლის დახმარებით. რუსეთის განცხადებით, სამხრეთ ოსეთში განთავსებულ სამშვიდობოთაგანრამდენიმე მოკლეს. 8 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის 58-ე არმია სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ კონტროლირებადიროკის გვირაბის გავლით შევიდა, ხოლო რუსულმა ავიაციამ საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა წერტილებშიკოორდინირებული საჰაერო იერიშების სერიები დაიწყო. საქართველოშო შემოჭრისა და საჰაერო იერიშებისგასასამართლებლად რუსეთი ამტკიცებდა, რომ ქართულ არმიას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა სამხრეთ ოსეთის 1 600სამოქალაქო პირის მკვლელობაზე. თუმცა, ეს ბრალდებები არ დადასტურდა და სამხრეთ ოსეთში Human Rights Watch-ის დამკვირვებლებმა დაადანაშაულეს რუსეთი მსხვერპლის მასშტაბების ამგვარად გაზვიადებაში.
რადგანაც სამხრეთ ოსეთში ჯარები ორივემ, რუსეთმაც და საქართველომაც, გაგზავნა, კონფლიქტი ერთის მხრივსაქართველოსა და მეორეს მხრივ რუსეთს, სამხრეთ ოსეთსა და მოგვიანებით აფხაზ სეპარატისტებს შორის 2008 წლისომის დროს სწრაფად გამწვავდა. სამხრეთ ოსეთში ინტენსიური ბრძოლების წყალობით ბევრი საკამათო განცხადებაგაკეთდა ორივე მხარეს მსხ ვერპლთა რაოდენობის, ჯარების გადაადგილების სტატუსის, საქათველოსა დარუსეთ-ოსეთის საბრძოლო დანაყოფებს შორის ფრონტის ხაზის მდებარეობის შესახებ. რამდენიმე დღიანი მძიმებრძოლის შემდეგ ქართული ჯარები სამხრეთ ოსეთიდან განდევნეს. რუსული ძალების დაწინაურებას და სამხრეთოსეთიდან საქართველოს არასაკამათო ტერიტორიაზე გადასვლას თან სდევდა გადაუმოწმებელი გა ნცხადებები იმისშესახებ, რომ რუსეთის სამხედროები და თანმხლები არარეგულარული ჯარები წვავდნენ შენობებს, ძარცვავდნენ დახოცავდნენ სამოქალაქო პირებს. 11 აგვისტოს რუსეთის სამხედრო ჯარი ხელმეორედ შეიჭრა მეორე ქართულსეპარატისტულ პროვინციაში, აფხაზეთში, და მიითვისა დასავლეთ საქართველოს კიდევ სხვა ტერიტორია. 12 აგვისტოსპრეზიდენტმა მედვედევმა განცხადება გააკეთა საქართველოში რუსეთის სამხედრო ოპერაციების შეჩერების შესახებ.
No comments:
Post a Comment